ჩემი პროექტი

1
პროექტის სახელწოდება
„ვკითხულობთ და ვსწავლობთ „ვეფხისტყაოსანს“

2
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პოემისადმი ინტერესის გაღვივებას, მისი სწავლის მოტივაციის გაზრდას. მოსწავლეები არა მხოლოდ გაეცნობიან და ჩაუღრმავდებიან რუსთაველსა და მის ნაწარმოებს, არამედ, ვფიქრობთ, ხალისით მოეკიდებიან იმ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემოქმედებით და შემეცნებით აქტივობებს, რომლებსაც ვგეგმავთ პროექტის ფარგლებში. ნიშანდობლივია, რომ ეს პროექტი არ ხორციელდება მხოლოდ ერთი სკოლის მოსწავლეებისათვის, არამედ მასში ჩაერთვებიან ჩვენი ქალაქის საჯარო და კერძო სკოლები.
2016 წელი იუნესკომ რუსთაველის წლად გამოაცხადა. აღნიშნული პროექტი სწორედ  ამ მოვლენას ეძღვნება.

3
პროექტის აქტუალობა
შოთა რუსთაველი და მისი უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ მოსწავლეებში იწვევს ერთგვარ შიშს. ბავშვებს ხშირად უჩნდებათ ნეგატიური დამოკიდებულება პოემის მოცულობითი და ღრმად გასააზრებელი ტექსტის მიმართ.  გაურბიან მის შესწავლას და თითო-ოროლა თუ შეეჭიდება მის სტრიქონებს, როგორც რთულად დასაძლევ მასალას.
პედაგოგიურმა პრაქტიკამ გვიჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ პოემის  ფრაგმენტები V  კლასიდან IX კლასის ჩათვლით ყოველ წელს ისწავლება, ხოლო X კლასში სრულ ტექსტს სწავლობენ მოსწავლეები,  მათთვის მაინც რთულია, ბოლომდე ჩასწვდნენ პოემის ლიტერატურულ, მხატვრულ თავისებურებებს, შეითვისონ და გაითავისონ რუსთაველის ენა. მოსწავლეთა უმრავლესობა  პოემის შინაარსს ინტერნეტსივრცეში ეძებს , რასაც აბსურდულ მდგომარეობამდე მივყავართ.

4
პროექტის მიზნები
მოსწავლეებმა შეიყვარონ შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“. სკოლებში მეტი ყურადღება მიექცეს მის შესწავლას, რათა ჯეროვანი პატივი მიაგოს ყველა თაობამ ქართველთა ამ ფასდაუდებელ საგანძურს.
5
მოსწავლეთა ასაკი
11-18 წელი
6
ვადები / ხანგრძლივობა
4 თვე
7
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას/
პროექტში ჩართული იქნებიან  საჯარო თუ კერძო სკოლების მოსწავლეები. დაგეგმილი აქტივობებით მოსწავლეები კიდევ ერთხელ „მიუბრუნდებიან“ ქართველი ერის საგანძურს, შეიყვარებენ და კარგად ისწავლიან მას. პროექტს ტრადიციული სახე ექნება და ჩვენი სკოლა ყოველ წელს უმასპინძლებს კვირეულის მონაწილეებს.

8
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
სიგელი, სასაჩუქრე წიგნი, მუსიკალური აპარატურა, საკანცელარიო ფურცლები, სტიკერები, სახატავი ფურცლები, საღებავები, ფანქრები.
9
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
ა) პროექტის დებულების გაცნობა ქალაქის საჯარო და კერძო სკოლებისათვის
ბ) კვირეულის საზეიმო გახსნა - მასწავლებელთა და მოსწავლეთა კონფერენცია
გ) „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული კითხვა
დ) სპექტაკლები
ე) ინტელექტუალური თამაში X – XI კლასები
ვ) ნახატებისა და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა
ზ) ლიტერატურული კონკურსი
თ) კვირეულის დახურვა - გამარჯვებულთა დაჯილდოება
10
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტ; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
11
პროექტის ხელმძღვანელი /მასწავლებელი
ლელა ქვარცხავა
12
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Kvartskhava.lela8@
13
პროექტის ვებგვერდი /ბლოგი
Kvartskhavalela.blogspot.com



Комментариев нет:

Отправить комментарий